საიტზე დევს 280 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
პროფკურორტი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  ქეა  შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს.   შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი) 
შ.პ.ს.  'პროსერვისი'  DMG WEST LINES  გუდვილი  ალგანი  თეგეტა მოტორსი  შირნჰოფერი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი 
Oxford House  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  One World   კავკასიის აკადემიური ცენტრი  ბიდისი აკადემია ინგლისური ენის სახლი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  
ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  საგანმანათლებლო ცენტრი   P/T/G  აიელსი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი  
   ვაკანსია:

რედაქტორი

   კომპანია:

იდენტობა

   განთავსებულია:  18 იან. 2012
   ბოლო ვადა:  26 იან. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  info@identoba.org
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

პრესა/მაუწყებლობა/მედია

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

"იდენტობა" (http://www.identoba.ge) ჩართულობისა და ურთიერთდახმარების პრინციპზეა დაფუძნებული. ორგანიზაცია საზოგადოებრივად გარიყული ჯგუფების მიმართ მიმღებლობის გაზრდის პრინციპს ემხრობა და ცდილობს განსხვავებული და გარიყული თემების ერთდროულად წარმოჩენით, მათ ერთიანობის, თვით-ადვოკატირების და ურთიერთდახმარების რწმენა შემატოს. "იდენტობის" მისია საქართველოში ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებაა, სადაც სექსუალური ორიენტაცია და გენდერული თვითგამოხატვა აღარ იქნება ჩაგვრის საფუძველი. ორგანიზაცია მყარად არის დაფუძნებული დემოკრატიული, თანმიმდევრული და ძლიერი საზოგადოების რწმენაზე, რომელიც წარმოუდგენელია ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსი ადამიანების (ლგბტქი), ქალების, რომა (ბოშების), შეზღუდული ფიზიკური და გონებრივი უნარების მქონე პირების და საზოგადოებისგან გარიყული ახალგაზრდების სრული ინტეგრაციის გარეშე.

ვაკანსია: რედაქტორი

რედაქტორი ყოველკვირეულად განსაზღვრავს და ჟურნალისტთან ერთად დამოუკიდებლად მოამზადებს 4 ორიგინალურ მასალას (სტატია, ინტერვიუ, გამოკითხვა, ვიდეომასალა და ა.შ.) ინტერნეტ მედია გამოცემისთვის "იდენტობა" - http://www.identoba.ge

რედაქტორი აქტიურ მონაწილეობას იღებს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელ და პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში (პრეს-რელიზების მომზადება, მედიასთან კომუნიკაცია და ა.შ.)

შერჩევის კრიტერიუმები:

წარმატებული კანდიდატი სოლიდარულია ლგბტ თემის მიმართ და ფლობს მედია მკვლევარის/ჟურნალისტის აკადემიურ ხარისხს და დამოუკიდებლად, მითითების გარეშე მუშაობის უნართან ერთად, გუნდური მუშაობის უნარებითაც გამოირჩევა, აქვს საზოგადოებრივად გარიყული ჯგუფების საკითხებზე მუშაობის მინიმუმ სამწლიანი (3) გამოცდილება, თუმცა, ლგბტ თემისთვის ან თემის სახელით მუშაობის გამოცდილება სავალდებულო არ არის. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ინგლისური ენისა და კომპიუტერული პროგრამების ცოდნას გამოავლენენ.

ანაზღაურება: 700 ლარი (დაბეგვრის შემდეგ, ნეტო).

საბუთები და თარიღები:

CV და სამოტივაციო წერილი გაგზავნეთ მისამართზე: info@identoba.org 2012 წლის 26 იანვრის 18:00 საათამდე.

თანაბარი შესაძლებლობების დასაქმების პოლიტიკა:

"იდენტობა" დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების პრინციპის ერთგულია, როგორც დასაქმებულებისთვის, ასევე დასაქმების მსურველთათვის - მიუხედავად მათი რასისა, რელიგიისა ან აღმსარებლობისა, ეთნიკური წარმომავლობისა, შეზღუდული შესაძლებლობებისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, გენეტიკური ინფორმაციისა ან ასაკისა. ეროვნული კანონმდებლობის მიერ დადგენილი დისკრიმინაციისგან დაცული ნიშნების მიუხედავად, დასაქმებულის ყველა მოქმედება (დასაქმების მსურველთა მოძიება, თანამშრომელთა შერჩევა, შემცირება, გადაყვანა, დაწინაურება, წვრთნა, დისციპლინური ქმედება და სხვა შეთავაზებები) მხოლოდ ინდივიდის კვალიფიკაციასა და უნარებს ემყარება. რესურსები და მომსახურება თანაბრად მისაწვდომი და განაწილებულია. დისკრიმინაციის ამკრძალავი პოლიტიკა სამართლიან და მიუკერძოებელ მოპყრობას ეფუძნება, რომლის უგულებელყოფა შესაძლებელია გახდეს დისციპლინური ქმედების საფუძველი.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige