ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" - "პეპსიკოს" ბოთლერი საქართველოში - აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის თანამდებობაზე, ქ. ბათუმში, ს.ს."იბერია რეფრეშმენტს"-ის ბათუმის ფილიალში.
მოვალეობები:
- ბუღალტრული საბუთების შევსება.
- საწყობის მართვა.
- მარშრუტების დისპეტჩერიზაცია.
- მარკეტინგული საშუალებების კოორდინაცია.
- ყოველდღიური რეპორტინგი.
მოთხოვნა:
- ასაკი: 22-35 წ.
- უმაღლესი ტექნიკური განათლება
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია სადისტრიბუციო კომპანიაში.
- პასუხისმგებლობის გრძნობა.
- პუნქტუალურობა.
- კომუნიკაბელურობა.
ანაზღაურება: 700 ლარი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მისამართზე: hr@pepsi.ge ვაკანსიის დასახელების მითითებით. CV-ების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 12 აგვისტო.