„იბერია ავტოჰაუსი“ (ფოლკსვაგენის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში) აცხადებს კონკურს საწყობის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
-სათადარიგო ნაწილების დროული და ოპტიმალური შეკვეთების ორგანიზება და მოწოდების კონტროლი
-არსებული მარაგების ყოველთვიური აღრიცხვა
-იმპორტირებული საქონლის მიღება, აღრიცხვა/დათვლა, დასაწყობება
-მომწოდებელთან ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემების დროულად გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების დასახვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება
-ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
-რუსული და გერმანული (სასურველია) ენების ცოდნა
-სათადარიგო ნაწილებისა და მათი დანიშნულების დეტალური ცოდნა
-კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (1C-ის ცოდნას მიენიჭება უპირატესობა)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ; განაცხადის გამოგზავნისას გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.