საიტზე დევს 280 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
გუდვილი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  თეგეტა მოტორსი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შპს.  
ალგანი  შირნჰოფერი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  ქეა  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს.  
მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  One World   P/T/G  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ბიდისი აკადემია კავკასიის უნივერსიტეტი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  
თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   Oxford House  კავკასიის აკადემიური ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   აიელსი  საქართველოს უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

სხვადასხვა

   კომპანია:

თიბისი ბანკი

   განთავსებულია:  16 იან. 2012
   ბოლო ვადა:  30 იან. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

საბანკო

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ თანამდებობებზე:

1. მოლარე-ოპერატორი (დროებითი თანამშრომელი) - საოპერაციო განყოფილება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური);
-უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
-ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:
-კლიენტის ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
-კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
-ლიმიტის ფარგლებში ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპერაციების წარმოება;
-ლიმიტის ზემოთ თანხებზე შემოსავლისა და გასავლის საბუთების ფორმირება;
-უნაღდო კონვერტაციების წარმოება;
-გადარიცხვების, მათ შორის სწრაფი გადარიცხვების ოპერაციების წარმოება;
-სწრაფი გზავნილების განაღდება;
-კლიენტისათვის განმარტებების მიცემა მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირება;
-პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
-საბანკო და სამგზავრო ჩეკეთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება.

უნარები:
-თავაზიანი;
-დაკვირვებული;
-სწრაფი;
-პასუხისმგებლიანი;
-გუნდური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია თიბისი ბანკის ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: http://vacancy.tbcbank.com.ge
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 იანვარი, 2012 წ.

2. გაყიდვების კონსულტანტი (დროებითი თანამშრომელი) - საოპერაციო განყოფილება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიკური);
-უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
-გაყიდვების სფეროში მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:
-კლიენტის საჭიროებების გამოვლენა;
-კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე, მათთვის საუკეთესო პროდუქტების შეთავაზება და პრეზენტაციების ჩატარება;
-კლიენტებისთვის კონსულტაციების გაწევა საბანკო პროდუქტებსა და მათ ანგარიშებთან დაკავშირებით;
-პორტფელში არსებული კლიენტების ანგარიშების ნაშთების და ბრუნვების მონიტორინგი;
-არსებულ კლიენტებზე მომსახურების პროცესში საოპერაციო ტიპის პროდუქტების გაყიდვის მაქსიმიზაცია;
-არსებულ კლიენტებთან დაკავშირება და პირველადი შეთავაზებების მიწოდება;
-არსებულ კლიენტებზე მომსახურების პროცესში საოპერაციო ტიპის პროდუქტების გაყიდვის მაქსიმიზაცია;
-კლიენტების მომსახურება საოპერაციო პროდუქტებით;
-მომსახურების პროცესში ოპერაციებთან დაკავშირებით დაფიქსირებული პრობლემის დაფიქსირება ჯგუფის უფროსთან.

უნარები:
-თავაზიანი;
-კომუნიკაბელური;
-ორგანიზებული;
-პასუხისმგებლიანი;
-გუნდური.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია თიბისი ბანკის ვებ-გვერდზე, შემდეგ ბმულზე: http://vacancy.tbcbank.com.ge

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 იანვარი, 2012 წ.

გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige