თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისში.
სტატუსი: დროებითი
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება
- კლიენტის ბანკში მოსვლის მიზეზების გარკვევა
- კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რჩევის მიცემა, დახმარების გაწევა ან შესაბამის თანამშრომელთან მიყვანა/დაკავშირება
- კლიენტისათვის კონსულტაციების გაწევა ბანკში არსებული პროდუქტების შესახებ მახასიათებლებისა და სარგებლიანობის მითითებით
- საჭიროების შემთხვევაში კლიენტისათვის საბანკო პროდუქტის შეძენისას განაცხადის შევსებაში დახმარების გაწევა
- ფილიალში წარმოშობილი რიგების მართვა
- კლიენტისათვის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობაში დახმარების გაწევა
- კლიენტისაგან შევსებული განაცხადების მიღება და შესაბამისი თანამშრომლისთვის გადაცემა შესასრულებლად
- ბექ-ოფისის მენეჯერისგან მიღებული პინკოდისა და ბარათის კლიენტისათვის გადაცემა
- კლიენტისათვის სატელეფონო კოდის შემცველი კონვერტისა და ინტერნეტ ბანკის პაროლის შემცველი კონვერტის გადაცემა
- ფილიალის ბუკლეტებით, სარეკლამო მასალით, გაზეთებითა და ჟურნალებით და სხვა, კლიენტებისათვის განკუთვნილი ატრიბუტიკით მომარაგება
პიროვნული თვისებები:
- ოპერატიული აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი სამუშაოს შესრულების უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- უმაღლესი განათლება (შესაძლოა იყოს სტუდენტი)
- ასაკი 17-23 წელი
- აქტიური
- მოტივირებული
- გაყიდვებზე ორიენტირებული
- პრეზენტაბელური
სასურველი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
- საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობების სრულყოფილი ცოდნა
განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 30 სექტემბერი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა თიბისი ბანკის ვებგვერდზე და მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.