თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის (დროებითი თანამშრომელი) პოზიციაზე.
ცენტრი: თბილისის ფილიალები
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური);
-ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
-საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
-ნაღდ ფულთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
-კლიენტების ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება
-კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება
-ლიმიტის ფარგლებში ნაღდი ფულის შეტანის, გატანის, შემოწმებისა და ნაღდი კონვერტაციების ოპარაციების წარმოება
-ლიმიტის ზემოთ თანხებზე შემოსავლისა და გასავლის საბუთების ფორმირება
-უნაღდო კონვერტაციების წარმოება
-გადარიცხვების, მათ შორის სწრაფი გადარიცხვების ოპერაციების წარმოება
-სწრაფი გზავნილების განაღდება
-კლიენტისათვის განმარტებების მიცემა მათ ანგარიშებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ და ამონაწერის ფორმირება
-პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება
-საბანკო და სამგზავრო ჩეკებთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება
პიროვნული თვისებები:
-თავაზიანი
-დაკვირვებული
-სწრაფი
-პასუხისმგებლიანი
-გუნდური
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია თიბისი ბანკის ვებგვერდზე შემდეგ ბმულზე:
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 13 იანვარი
გთხოვთ მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება