თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას არმ განვითარების მენეჯერი პოზიციაზე არმ განყოფილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია მენეჯმენტის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
- მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება ად. რესურსების მართვის მიმართულებით (სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი ბანკში)
- მინიმუმ 3 საშუალო და/ან მსხვილი პროექტის მართვის გამოცდილება
- პრიორიტეტი მიენიჭება ად. რესურსების მიმართულებით პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას
-ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
-საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
ფუნქცია - მოვალეობები :
- პროექტის წარდგენა მენეჯმენტთან (იგულისხმება პროექტის გეგმის, ბიუჯეტის, მიზნები და შედეგების ამსახველი დოკუმენტი)
- პროექტის ფარგლებში სამუშაო ამოცანების, შედეგების და ვადების განსაზღვრა
- პროექტის განვითარების ციკლის ხელმძღვანელობა და მიმდინარე ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა
- პროექტის ამოცანების შესრულების უზრუნველყოფა დაგეგმილი ვადების და ბიუჯეტის მიხედვით
- განხორციელებული პროექტის მონიტორინგი, რეპორტინგი და მიმდინარე ამოცანების შესრულებით მიღწერული შედეგების შეფასება
- პროექტის ფარგლებში ბანკის მასშტაბით თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაცია
- პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ამოცანების შეთანხმება სხვადასხვა განყოფილებებეთან, მათი ინტერესების გათვალისწინება
-სხვა მიმდინარე ფუნქციონალური დავალებების შესრულება
უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- ორგანიზებულობა
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- გადაწყვეტილების მიღების უნარი
- მობილიზებული
- კომუნიკაბელურობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოსტაზე: და აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - „არმ განვითარების მენეჯერი". წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 11 იანვარი, 2012 წ.