თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის პოზიციაზე (პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
-პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებასთან დაკავშირებული მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
-პროგრამული განვითარების გარემოში (VisualStudio ან/და Delphi) მუშაობის გამოცდილება
-რელიაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
-NET ტექნოლოგიის ცოდნა
- WEB ტექნოლოგიის ცოდნა
-SQL დაპროგრამების ენის ცოდნა
-ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
-ახალი საბანკო პროდუქტების/სერვისების და არსებულის რე-დიზაინის მიზნით დამუშავებული ტექნიკური ამოცანების განხილვა, შეფასება, განხორციელების გზების გამონახვა
-ახალი და არსებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება
-პროგრამული უზრუნველყოფის ცვლილების ტესტირებისთვის Unit Test-ების შექმნა
-საბანკო პროდუქტების/სერვისების პროგრამულ ნაწილში წარმოქმნილი პრობლემების ოპერატიულ გადაწყვეტაში მონაწილეობა;
-მხარდაჭერის ჯგუფის მიერ არსებულ პროგრამულ მოდულებში აღმოჩენილი ხარვეზების დროული გამოსწორება
-განხორციელებული პროგრამული ცვლილებების ტექნიკური ტესტირების კოორდინაცია
-ტექნიკური სიახლეების სისტემატიური გაცნობა.
უნარები:
-ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
-სიახლეებთან ადაპტაციის უნარი
-გუნდურობა
-მიზანდასახულობა
-ორგანიზებულობა
-შემოქმედებითობა
-აკურატულობა
-თავაზიანობა
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
-ბანკისადმი ლოიალურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოსტაზე: 2012 წლის 7 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.