თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ლომბარდის შემფასებლის პოზიციაზე
ლომბარდის შემფასებელი (დროებითი თანამშრომელი) - საოპერაციო განყოფილება.
ცენტრი - რუსთავი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
-უმაღლესი განათლება
-უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა
-საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
-სამუშაო გამოცდილება (სასურველია ამ სფეროში)
-ოქროს და ძვირფას ლითონებთან მუშაობის სერთიფიკატი
ფუნქცია - მოვალეობები :
-კლიენტების ხარისხიანი, ზუსტი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება
-კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება
-კლიენტთან გასაუბრება, მისგან სესხის მოთხოვნის დაფიქსირება და ბანკში არსებული სალომბარდე პროცედურების და ტარიფების გაცნობა
-უზრუნველყოფის შეფასება
-ხელსეკრულების და ძვირფასეულობის შეფასების აქტის გაფორმება
-მიღებული ძვირფასეულობის საცავში გადაცემა
-კრედიტის გაცემა-გაფორმება შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფაში
-სესხის სრულიად ან ნაწილობრივ დაფარვისას ძვირფასეულობის სრულად ან შესაბამისად ნაწილობრივ დაბრუნება
-ვადაგადაცილებული კრედიტის შემთხვევაში დადგენილ ვადებში რეალიზაციასთან დაკავშირებული პროცედურების დაცვა
-საჭიროების შემთხვევაში ლომბარდის მენეჯერის ფუნქციების შეთავსება
უნარები:
-თავაზიანი
-დაკვირვებული
-სწრაფი
-პასუხისმგებლიანი
-გუნდური
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია თიბისი ბანკის ვებგვერდზე შემდეგ ბმულზე:
გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - ლომბარდის შემფასებელი - რუსთავი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 თებერვალი.