თიბისი ბანკი აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის შედეგების ანალიზის განყოფილების უფროსის პოზიციაზე თბილისში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
- უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან ფინანსების განხრით)
- 3 წლიანი საბანკო გამოცდილება, სასურველია ბიუჯეტირების ან/და ბიზნეს ანალიზის სფეროში
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა
- ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა
ფუნქცია - მოვალეობები :
-ბანკის სტრუქტურული ერთეულების მომგებიანობის და ეფექტურობის ანალიზი
- არსებული მომგებიანობის დაანგარიშების სისტემების დახვეწა და განვითარება
- შედეგების პერიოდული რეპორტინგი
უნარები
-კომუნიკაბელურობა
-გუნდურობა
-სტრესული სიტუაციების გამკლავება
-დეტალებისთვის ყურადღების მიქცევა
-მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე :
გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 03/01/2012