ჰოლდინგური კომპანია „თეგეტა მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე:
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში)
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT სპეციალისტის თანამდებობაზე
- ქართული, რუსული და ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია
- შემდეგი პროგრამების ცოდნა: Microsoft Windows ოპერაციული სისტემები, Microsoft Office Applications (ინსტალირება და მომსახურება)
- კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის ცოდნა (აწყობა, შეკეთება, მომსახურება)
- ქსელური ტექნიკის ზოგადი ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პირადი დისციპლინა
- ორგანიზებულობა
- კომუნიკაბელურობა
- გადაწყვეტილების მიღების უნარი
- გუნდური მუშაობის კულტურა
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის კომპიუტერული ტექნიკის მომსახურება (აწყობა, დიაგნოსტირება, გამართვა, შეკეთება)
- საბეჭდი კარტრიჯების შეცვლა, აღრიცხვა, სტატისტიკის შეგროვება
- ქსელების გაყვანა (დიაგნოსტირება და გამართვა)
- სამუშაო ადგილების საჭირო კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა (დადგმა, შეერთება, შეცვლა)
- მომხმარებლების ტექნიკური მხარდაჭერა (სატელეფონო ზარების პასუხი, კონსულტაცია, გაუმართაობის დიაგნოსტირება და აღმოფხვრა)
- სამუშაო დოკუმენტაცია და ანგარიშგება (სამუშაო დოკუმენტაციის შექმნა საჭიროებისამებრ)
- საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით მივლინებებში გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: არა უგვიანეს 2011 წლის 25 ნოემბრისა. გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.