ჰოლდინგური კომპანია „თეგეტა მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე:
განათლება/პროფესიული გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების კუთხით (ფინანსების ან მარკეტინგის განხრით სასურველია)
- ამავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯმენტში
-კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა
- ქართული ენის – სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
- მოწესრიგებული
- მომთხოვნი
- ორგანიზებული
- დეტალებზე ორიენტირებული
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობის მქონე
ძირითადი მოვალეობები:
- ნებისმიერი სახის არაკომერციული შესყიდვების ადმინისტრირება (ძირითადი საშუალებების, სამშენებლო–სამეურნეო მასალების, საოფისე ინვენტარის, IT ტექნიკის და ა.შ.)
- არსებული შესყიდვების და სატენდერო პოლიტიკის ოპტიმიზაცია და ახალი პოლიტიკის შემუშავება/დანერგვა (პროცედურების სწორად გაწერა, ეტაპების ჩამოყალიბება, ვადების დადგენა, პასუხისმგებელი პირების დანიშვნა და ა.შ.)
- ახალი მომწოდებელი კომპანიების მოძიება, ხარისხისა და ფასების ადეკვატური ანალიზი და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრა
- სამუშაო პროცედურების შექმნა და მათი მონიტორინგი (მოქმებდებების თანმიმდევრობის ჩამოყალიბება, პასუხისმგებელი პირების შერჩევა, ვადების განსაზღვრა და მიმდინარე პროცესის კონტროლი)
- ურთიერთობა შესყიდვების დამკვეთ ერთეულებთან. ხარისხის, ფასის, მოწოდების ვადების და გადახდის პირობების მიხედვით, შეკვეთის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა და მიზნობრიობის განსაზღვრა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ თქვენი რეზუმე მისამართზე: არა უგვიანეს 2012 წლის 8 იანვრისა. გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.