ჰოლდინგური კომპანია „თეგეტა მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას ქსელის ადმინისტრატორის თანამდებობაზე:
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში
- შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება
- CCNA სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად (ქსელი აწყობილია მთლიანად Cisco Systems–ის აპარატურის ბაზაზე ტელეფონიის და firewall–ების ჩათვლით)
- ქსელის და სატელეფონო სისტემების მუშაობის პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა
- ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ტექნიკური დოკუმენტაციების გარჩევის უნარი)
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- პირადი დისციპლინა
- ორგანიზებულობა
- კომუნიკაბელურობა
- გადაწყვეტილების მიღების უნარი
- ანალიტიკური აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი
- როგორც დამოუკიდებლად, ისე ჯგუფურად მუშაობის უნარი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ქსელის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი
- სატელეფონო სისტემის ადმინისტრირება
- ფილიალებს შორის გამართული კავშირის უზრუნველყოფა
- კომპანიის ყველა ობიექტზე ინტერნეტის მუშაობის ხარისხის უზრუნველყოფა და მონიტორინგი
- უსაფრთხოებისა და უწყვეტად მუშაობის მოთხოვნებთან შესაბამება ქსელური მოწყობილობების მხარდაჭერა და კონფიგურირება
- მომხმარებელთა მხარდაჭერა, მათი კონსულტირება ტელეფონის საშუალებით
- პრობლემის აღმოფხვრა, როგორც ლოკალურად ისე მთელი კომპანიის მასშტაბით
- სამუშაო დოკუმენტაციის წარმოება
- მომხმარებელთათვის სამუშაო ინსტრუქციის შექმნა
- უშუალო უფროსთან მოთხოვნილი ფორმით ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე ქმედებებისა და დავალებული სამუშაოების სტატუსის შესახებ
- საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით მივლინებებში გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: არა უგვიანეს 2011 წლის 25 ნოემბრისა. გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.