„თეგეტა მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების კუთხით
- პროექტების მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- კომპიუტერული პროგრამების MS Word, MS Excel, MS Project, Outlook, Access, და PowerPoint–ის სრულყოფილი ცოდნა
- კარგი ორგანიზატორული და დროის მართვის უნარი, ასევე სამუშაოს ორგანიზებისა და პრიორიტეტების მიხედვით განლაგების უნარი
- კარგი ბიზნეს კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ისე ზეპირი
ძირითადი მოვალეობები:
- პროექტების ბიზნეს გეგმების შედგენა/დამუშავება და დამტკიცება
- პროექტში მონაწილე პერსონალის განსაზღვრა, მართვა და დავალებების მიცემა
- პროექტის ყოველდღიური ოპერაციების დაგეგვმა/გატარება და გაკონტროლება
- პასუხისმგებლობა პროექტის ყველა ოპერაციაზე, რომ პროექტი განხორციელდეს დაგეგმილ ვადებსა და ბიუჯეტში
- პარტნიორ კომპანიებთან ურთიერთობა
- პროექტის ბიუჯეტის მართვა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: არა უგვიანეს 31 აგვისტოსი, 2011 წლის. გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.