საიტზე დევს 280 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
ალგანი  თეგეტა მოტორსი  ქეა  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შპს.   ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი' 
პროფკურორტი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  DMG WEST LINES  გუდვილი  შ.პ.ს.   შირნჰოფერი  შ.პ.ს.  'პროსერვისი' 
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   აიელსი  Oxford House  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  P/T/G  საქართველოს უნივერსიტეტი One World   სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  
ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  საგანმანათლებლო ცენტრი   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  ბიდისი აკადემია 
   ვაკანსია:

მშენებლობის ზედამხედველი

   კომპანია:

თეგეტა მოტორსი

   განთავსებულია:  27 დეკ. 2011
   ბოლო ვადა:  8 იან. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy.construction@tegetamotors.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

მენეჯმენტი/პროექტების მართვა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

ჰოლდინგური  კომპანია „თეგეტა მოტორსი“  აცხადებს ვაკანსიას მიმდინარე და კაპიტალური მშენებლობის ზედამხედველის  თანამდებობაზე:

განათლება/პროფესიული გამოცდილება:

- უმაღლესი ტექნიკური განათლება(სასურველია სამშენებლო კუთხით)
- ამავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- ქართული ენის – სრულყოფილად, რუსული და ინგლისური ენების მომხმარებლის დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

- მოწესრიგებული
- კომუნიკაბელური
- ორგანიზებული
- მომთხოვნი
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობის მქონე

ძირითადი მოვალეობები:

- სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მონიტორინგი (ხარჯთაღრიცხვაში არსებული ფასების კონტროლი, დაფარული სამუშაოების საკონტროლო აზომვები, ხარისხის მონიტორინგი)
- ალტერნატიული ქვეკონტრაქტორების მოძიება
- ხარჯთაღრიცხვის ანალიზი და ფასების კონტროლი, ალტერნატიული გამოსაყენებელი მასალების მოძიება, მათი შედარება ხარისხის, ფასის, მოწოდების ვადების, გადახდის პირობების მიხედვით
- წარმოებული სამუშაოების ეტაპების და ვადების მონიტორინგი (შესასრულებელი სამუშაოების ბადის (მანტის ცხრილი) შეთანხმება, შესრულებული შამუშაოების ეტაპობრივი ჩაბარება მიღება–ჩაბარების აქტების საშუალებით)
- ხარვეზების აღმოჩენა და დროული/ადეკვატური რეაგირების მოხდენა (მშენებლობის პროცესში ტექნოლოგიური ხარვეზების დროული აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება, მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით მენეჯმენტის ინფორმირება/რეპორტინგი)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ თქვენი რეზუმე მისამართზე: vacancy.construction@tegetamotors.ge არა უგვიანეს 2012 წლის 8 იანვრისა. გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige