ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე, ავტოსერვისის დანადგარებისა და სპეც. ინსტრუმენტების მიმართულებით.
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/ეკონომიკური)
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
(უპირატესობა მიენიჭება დანადგარებისა და სპეც. ინსტრუმენტების
მიმართულებით მუშაობის გამოცდილებას);
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; რუსული და ინგლისური - მომხმარებლის დონეზე
- MS Office პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
- კლიენტებთან ურთიერთობა
- პროდუქციის შერჩევა მოთხოვნის მიხედვით
- კატალოგებთან მუშაობა
- მიმდინარე ნაშთების კონტროლი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ მიმაგრებული "თეგეტა მოტორსი"-ს განაცხადის ფორმა მისამართზე: vacancy.sales@tegetamotors.ge არა უგვიანეს 2012 წლის 21 თებერვლისა. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.