ჰოლდინგური კომპანია „თეგეტა მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას ადგილობრივი შესყიდვების ოფიცერის პოზიციაზე:
განათლება/პროფესიული გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური განხრით)
- შესყიდვების ან გაყიდვების სფეროში მსუბუქი ავტომანქანის ნაწილებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- შემდეგი პროგრამების ცოდნა: MS Office
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების – მომხმარებლის დონეზე
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა
- ოპერატიულობა
- გუნდურად მუშაობის უნარი
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
- მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობის მქონე
ძირითადი მოვალეობები:
- წერილობით ან ელ–ფოსტით მიღებული შეკვეთების ოპერატიულად დამუშავება
- შესაკვეთი საქონლის შესახებ მომწოდებლებისგან დეტალური ინფორმაციის მიღება და მიღებული ინფორმაციის სიზუსტეში დარწმუნება
- შეკვეთების გაგზვნა მომწოდებლებთან, კომპანიაში დადგენილი წესების მიხედვით
- ტრანსპორტირების პროცესის კონტროლი
- ტრანსპორტირების შემდგომ სრული დოკუმენტაციის დროულად მოთხოვნა, მიღება და შემოწმება
- შეკვეთების დოკუმენტების ასახვა პროგრამაში
- შეკვეთის პირობების (ფასი, მოწოდების დრო, ბრენდი, გადახდა და ა.შ.) შემკვეთთან შეთანხმება და შეკვეთის პროცესში ცვლილებების შესახებ მისი ინფორმირება
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: არა უგვიანეს 2012 წლის 8 იანვრისა. გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.