ჰოლდინგური კომპანია „თეგეტა მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობაზე:
განათლება/პროფესიული გამოცდილება:
-უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური ან ბიზნესის განხრით)
-საცალო გაყიდვების კუთხით მინიმუმ 2 წლიანი მენეჯერული გამოცდილება აუცილებელია
-საცალო ქსელის მართვის გამოცდილება (სასურველია მსხვილ კომერციულ კომპანიაში)
-გაყიდვების სისტემის შექმნის გამოცდილება, სტანდარტების და პროცედურების შექმნა და ა.შ.
-კომპიუტერული პროგრამების (MS Office) კარგად ცოდნა
-ქართული ენის– სრულყოფილი ცოდნა, რუსული და ინგლისური – მომხმარებლის დონეზე
პიროვნული თვისებები:
- პრეზენტაბელურობა
- კარგი ადმინისტრაციული უნარების ქონა
- სრულყოფილი კომუნიკაციური უნარების ქონა (როგორც წერითი ასევე ზეპირსიტყვიერი)
ძირითადი მოვალეობები:
-სავაჭრო ობიექტების გაყიდვების გეგმების შედგენა და კონტროლი
-გაყიდვების თანამშრომლების ტრენინგი
-არსებული სავაჭრო ობიექტების მონიტორინგი მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში
-მერჩენდაიზინგის სტანდარტების შექმნა და დანერგვა
-სავაჭრო ობიექტების სარეკლამო მასალებით უზრუნველყოფა
-სავაჭრო ქსელის გაფართოების პროექტების შემუშავება
-ახალი სავაჭრო წერტილების ბიზნეს გეგმების მომზადება და განხორციელება
-არსებული საცალო პროდუქტების (განვადება, ფასდაკლების ბარათები) დახვეწა და ახალი პროდუქტების შექმნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: არა უგვიანეს 2011 წლის 25 ნოემბრისა.
გთხოვთ მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.