შპს "თბილისის მიკროავტობუსი" აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
-კომპანიის კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა (დაყენება, წაშლა, გამართვა, განახლება, პრობლემების დიაგნოსტირება და მოგვარება, ტესტირება)
-კომპანიის სასერვერო სისტემების ადმინისტრირება და კორექტული მუშაობის უზრუნველყოფა
-ანტივირუსული სისტემების გამართვა და მუშაობის ყოველდღიური მონიტორინგი
-სარეზერვო კოპირების სისტემის კორექტული მუშაობის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის აღდგენა
-საფოსტო სერვერების კორექტული მუშაობის უზრუნველყოფა
-პროქსი სერვერის გამართვა და კორექტული მუშაობის უზრუნველყოფა
-დომეინის ობიექტების მართვა (მომხმარებლები, კონტაქტები, კომპიუტერები, ჯგუფები და პრინტერები)
-ვირტუალური სისტემების კონფიგურირება და მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-უმაღლესი ტექნიკური განათლება
-Microsoft-ის სერტიფიკატები (სასურველია)
-მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ცოდნა/უნარები:
-სასერვერო სისტემების ადმინისტრირების ძალიან კარგი ცოდნა და უნარები
-ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; რუსულის და ინგლისურის ცოდნა მომხმარებლის დონეზე
-შემდეგი სისტემების ცოდნა: MS Windows XP/7, MS Windows Server 2003/2008 (AD), MS Exchange, MS ISA Server/Forefront TMG, ქსელური ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა
-ანალიტიკური, სხარტი აზროვნება
-კომუნიკაბელურობა.
თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა მიესადაგება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, 2012 წლის 15 თებერვლამდე გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: