სს ”ქართული ლუდის კომპანია” დაფუძნდა 2011 წლის ივნისში. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების წარმოება–რეალიზაცია. ამ მიზნით, მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე 2011 წლის მიწურულს დასრულდა ქარხნის მშენებლობა 24 ჰ მიწის ნაკვეთზე, ხოლო პროდუქციის გამოშვება დაიწყება 2012 წლის გაზაფხულიდან. პროდუქციის უმაღლეს ხარისხზე პასუხისმგებელი იქნება უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებისაგან დაკომპლექტებული გუნდი. სს ”ქართული ლუდის კომპანიის” მიზანია უმოკლეს ვადაში გახდეს ლიდერი ქართული ლუდის ბაზარზე.
სს ”ქართული ლუდის კომპანიის” წარმომადგენლობა აჭარაში შპს ”ზედაზენი–აჭარა” აცხადებს ვაკანსიას:
გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე
აუცილებელი მოთხოვნები:
- ასაკი 25–40 წლამდე
- უმაღლესი განათლება(შესაბამის სფეროში)
- მართვის მოწმობა В კატეგორია
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
- დისტრიბუციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაციის წარმოების უნარი
- საოფისე პროგრამების ცოდნა(დისტრიბუციის აღრიცხვასთან მუშაობის გამოცდილება)
- სასაწყობე სტრუქტურის და სისტემის მართვის ცოდნა.
- შესაბამისი რეგიონალური სადისტრიბუციო სისტემის და ქსელის ცოდნა
- ეფექტური მარშრუტების დაგეგმის გამოცდილება
დამატებითი მოთხოვნები:
- ლიდერული თვისებები
- დაგეგმვის, შესრულების, კონტროლი და ანალიზის შესაძლებლობა
- სადისტრივუციო ქსელის და ობიექტების ღრმა ცოდნა
- სავაჭრო ობიექტების პერსონალთან პირადი კონტაქტები
- ობიექტებში სტრატეგიული ადგილების მოპოვების უნარი
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- ეფექტური მერჩენდაიზინგის დაგეგნვისა და შესრულების უნარი
- პასუხისმგებლობის და პირადი დისციპლინის მაღალი ხარისხი
- ეფექტური მარკეტინგული პროექტების შემუშავების, განხორციელების და მართვის გამოცდილება
- დისტრიბუციის თანამედროვე სტანდარტების ცოდნა და დანერგვის გამოცდილება (პრისეილის სისტემა, ეფექტური რაპორტის წარმოება და კონტროლის სისტემები)
- ანაზღაურება გამისაზღვრება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და შრომით ბაზარზე არსებული პრაქტიკის მიხედვით.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV ფოტოსურათით zedazeni_ajara@yahoo.com 2012 წლის 25 თებერვლამდე. მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად (მაგალითად – გაყიდვების მენეჯერი). მხოლოდ შერჩეული კანდიდატებთან მოხდება დაკავშირდება შერჩევის შემდეგ ეტაპში მონაწილეობის მისაღებად.