"ზარაფხანა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და სასაწყობე მეურნეობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
-უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან/და ფინანსების კუთხით.
-კომერციულ სტრუქტურაში შესყიდვების კუთხით მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 3 (სამი) წლიანი მუშაობის გამოცდილება.
-ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა, წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.
-კომპიუტერული პროგრამების MS Word, MS Excel, MS Project, Outlook სრულყოფილი ცოდნა.
-კარგი ორგანიზატორული, ასევე სამუშაოს ორგანიზებისა და პრიორიტეტების მიხედვით განაწილების უნარი.
-კარგი ბიზნეს კომუნიკაციის უნარი.
-დაქვემდებარებული პერსონალის მართვისა და მოტივაციის პირობების შექმნის უნარი.
ძირითადი მოვალეობები (დეტალურად):
-კომპანიის პოტენციური მომწოდებლების გამოვლენა;
-მომწოდებლების და მათი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მობილიზაცია და საინფორმაციო ბაზის შექმნა;
-პოტენციურ მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება თანამშრომლობის ურთიერთხელსაყრელ პირობებზე შეთანხმების მიზნით;
-ბაზარზე არსებული ფასების და პირობების მონიტორინგი;
-ალტერნატივების შეფასება და ყველაზე ოპტიმალურის შერჩევა;
-შეკვეთების მიღება და დახარისხება;
-ბიუჯეტირება და დამტკიცებული ბიუჯეტის მართვა.
-მომწოდებლებთან კონტრაქტების შედგენის და გაფორმების ორგანიზება;
-შეკვეთის შესრულების პროცესზე კონტროლის განხორციელება;
-შესყიდული საწარმოო საშუალებების კომპანიამდე ტრანსპორტირების ორგანიზაცია და ტვირთების განბაჟების ორგანიზება;
-შესყიდული საწარმოო საშუალებების მიღების და გაცემის წარმოება, აღრიცხვა.
-სამსახურის ეფექტიანობის ამაღლების შესაძლებლობების კვლევა, გამოვლენა და რეალიზაცია.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 25 თებერვალი, 2012 წ.
საკონტაქტო ტელეფონი: 251 0001 (სვეტა)
ელ. ფოსტა: