სადისტრიბუციო კომპანია ,,VG” , რომელიც 2010 წლიდან ანხორციელებს (საქართველოში უკვე ცნობილი) საკვები პროდუქტების დისტრიბუციას , ასევე სხვა მაღალი ხარისხის ნაწარმის ექსკლუზიურ იმპორტს საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის და პრისეილერის თანამდებობაზე.
წარმატებულ კადრებს მიეცემათ კარიერული ზრდის, მენეჯმენტსა და მარკეტინგში პროფესიონალიზმის ამაღლების (როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული) საშუალება.
ძირითადი მოთხოვნები:
-ასაკი: 20-36 წ.
-სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის განხრით.
-უმაღლესი განათლება
-უძრავი ქონების გარანტია
-მართვის მოწმობა (მინიმუმ B კატეგორია)
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
-პუნქტუალურობა
-ზოგადი ცოდნა მარკეტინგსა და მენეჯმენტში (სასურველია)
-კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
-კლიენტთან ურთიერთობის გამოცდილება
-მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
-შრომისმოყვარე და აქტიური;
-თავაზიანი.
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
-პრეზენტაბელური.
აუცილებელი მოთხოვნა: მართვის მოწმობა.
სასურველია:
-საქონლის უსაფრთხოებისთვის თანხობრივი გარანტია (მიენიჭება პრიორიტეტი).
მოვალეობები:
-პოტენციური კლიენტებისთვის კომპანიისა და პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება და მათთან ეფექტური ურთიერთობის დამყარება.
-კლიენტების კონსულტაცია და მათთვის პროდუქციის შეთავაზება; ახალი კლიენტების მოძიება, ასევე პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაცის მოძიება, ნებისმიერ საინფორმაციო საშუალებაზე დაყრდნობით;
-პროდუქციის შესახებ ბლიც-პრეზენტაციების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში, უშუალოდ კლიენტის ტერიტორიაზე;
-არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება;
-ვიზიტების საშუალებით კომპანიასა და დამკვეთებს შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება.
ანაზღაურება: შეთანხმებით, დამოკიდებულია კადრის კომპეტენციასა და მის პოტენციალზე.
მსურველებს შეუძლიათ მობრანძდენ გასაბურებაზე; ყოველ სამშაბათს და შაბათს დილის 10 საათზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995 322)747001; (+99 577)929309; (+995 577)929306; (+995 577)929322;
ელ-ფოსტა: მისამართ: ქ .თბილისი ქინძმარაულის ქუჩა #7; (ძველი ავეჯის ქარხნის ტერიტორია)