კომპანია "ვინივერია" ხსნის სასტუმრო კომპლექსს "შატო მერე" და აცხადებს ვაკანსიებს მიმტანის პოზიციაზე (2 პოზიცია).
ადგილმდებარეობა: თელავის რაიონი.
მოვალეობები:
- შეკვეთების მიღება და დროული მომსახურება
- სტუმრის მაგიდასთან მიცილება, მენიუს გაცნობა, კერძების შემადგენლობის/მომზადების ახსნა-განმარტება
- სუფრის გაწყობა და ალაგება
- სისუფთავის დაცვა
- ქვითრის გამოწერა, თანხის სალაროში ჩაბარება
- შესაბამის საკვალიფიკაციო კურსებსა და ტრენინგებში მონაწილეობა
-სტუმრის კმაყოფილებაზე ზრუნვა და პოზიტიური განწყობის შექმნა.
მოთხოვნები/პროფესიული და ზოგადი უნარები:
- მიმტანად მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
- ერთდროულად რამოდენიმე დავალების შესრულების უნარი
- ინფორმაციის სწრაფად აღქმისა და დამახსოვრების უნარი
- თავაზიანი მომსახურების უნარი
- სტუმრებთან, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კომუნიკაციის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, ენთუზიაზმი
- პრეტენზიულ სტუმრებთან სათანადო კომუნიკაციის უნარი
- კონფლიქტურ ან სხვა კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური მოქმედებისა და სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი.
მუშაობის დაწყებამდე მიღებულ კანდიდატს ჩაუტარდება ტრენინგი. სწავლების პერიოდში ანაზღაურდება ხელფასის 30%.
კანდიდატების შერჩევა მოხდება ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნების გათვალისწინებით და ინგლისურ ენაში ზეპირი გასაუბრების საფუძველზე.
მხოლოდ იმ კანდიდატებს, ვისაც გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (საკონტაქტო ინფორმაციით), 1 ფოტოსურათი, 1-3 სარეკომენდაციო წერილი თქვენი პროფესიული საქმიანობისა და პიროვნების დახასიათებით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: 2011 წლის 15 ივლისამდე. აუცილებელია მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.