კომპანია "ვინივერია" ხსნის სასტუმრო კომპლექსს "შატო მერე" და აცხადებს ვაკანსიებს დამლაგებლის პოზიციებზე (3 პოზიცია).
მოვალეობები:
- სასტუმროს ოთახების დალაგება-დასუფთავება
- სასტუმროში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა
- სასტუმროს რესტორნის სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა
- კრიტიკულ სიტუაციებში დროული მომსახურება
- შესაბამის საკვალიფიკაციო კურსებსა და ტრენინგებში მონაწილეობა
- სტუმრის კმაყოფილებაზე ზრუნვა და პოზიტიური განწყობის შექმნა.
მოთხოვნები/პროფესიული და ზოგადი უნარები:
- დამლაგებლად მუშაობის გამოცდილება
- ერთდროულად რამოდენიმე დავალების შესრულების უნარი
- ინფორმაციის სწრაფად აღქმის და დამახსოვრების უნარი
- თავაზიანი მომსახურების უნარ-ჩვევა
- გუნდური მუშაობის უნარი; ორგანიზებულობა, ენთუზიაზმი
- სტუმრებთან, კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კომუნიკაციის უნარი
- პრეტენზიულ სტუმრებთან სათანადო კომუნიკაციის უნარი
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა სასურველია.
მუშაობის დაწყებამდე მიღებულ კანდიდატს ჩაუტარდება ტრენინგი. სწავლების პერიოდში ანაზღაურდება ხელფასის 30%.
კანდიდატების შერჩევა მოხდება ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
მხოლოდ იმ კანდიდატებს, ვისაც გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (საკონტაქტო ინფორმაციით), 1 ფოტოსურათი, 1-3 სარეკომენდაციო წერილი თქვენი პროფესიული საქმიანობისა და პიროვნების დახასიათებით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: 2011 წლის 15 ივლისამდე. აუცილებელია მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.