სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ კორპორატიული ბიზნესის განვითარების სამმართველო აცხადებს კორპორატიული ბანკირის ვაკანსიას თბილისში
ძირითადი ფუნქციები:
- კორპორატიული კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
- არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობა;
- პროექტების მომზადება და კომიტეტებზე გატანა;
- კლიენტების მოთხოვნების გაანალიზება და შესაბამისი საბანკო პროდუქტების შეთავაზება;
- სხვადასხვა ქვედანაყოფების კოორდინაცია კორპორატიული კლიენტების მომსახურებაში და პროექტების მსვლელობაში;
- საშუალო კორპორატიული ბიზნესის პროექტების კოორდინაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება – ეკონომიური, საბანკო საქმე, ფინანსები ან ბიზნეს ადმინისტრირება
- საბანკო სფეროში, მინიმუმ 3–5 წლის მუშაობის გამოცდილება (მათ შორის 1–3 წელი ანალოგიურ პოზიციაზე)
- ფინანსებისა და ბუღალტერიის ძირითადი პრინციპების ცოდნა
- ბაზარზე არსებული სამომხმარებლო პროდუქტების კარგად ცოდნა
- დაკრედიტების პოლიტიკისა და სესხის გაცემის პროცედურის ცოდნა
-რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა (როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით)
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (Word, Excel. Power Point) Alta 2000
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი
- ეფექტური პრეზენტაციის უნარი
- ეფექტური მომსახურების უნარი
- პრობლემის იდენტიფიკაციისა და დროულად გადაჭრის უნარი
- ლოგიკური, ანალიტიკური, შემოქმედებითი, მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული
- პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხის მქონე
- მოტივირებული და წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით (3X4) ელ. მისამართზე ან წარმოადგინონ პერსონალის სამმართველოში არაუგვიანეს 2011 წლის 26 ივლისისა. გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „კორპორატიული ბანკირი“, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
პერსონალის სამმართველო
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“
ქ.თბილისი, გ.ჭანტურიას ქ. № 14