შპს ვეზირი აცხადებს კონკურს ბი-პი საქართველოს ბორჯომისა და ახალციხის რეგიონის ობიექტებისათვის რისკების პრევენციის ოფიცერთა სარეზერვო კადრების შერჩევის მიზნით;
შერჩეული კანდიდატები ჩაირიცხებიან შპს ვეზირის რეზერვებში, ხოლო შესაბამისი ვაკანსიის არსებობისას უკონკურსოდ დაინიშნებიან რისკების პრევენციის ოფიცრის ვაკანტურ პოზიციებზე;
რისკების პრევენციის ოფიცერი პასუხიმგებელია შემდეგი მოვალეობების შესრულებაზე, შესაბამისი პროცედურების მიხედვით:
- ობიექტზე დაშვების კონტროლი: ობიექტებზე არასანქცირებული შეღწევის აღკვეთა (მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების), ასევე ობიექტებზე აკრძალული ნივთების დაშვების აღკვეთა (ნივთების სია განისაზღვრება დამკვეთი კომპანიის მენეჯმენტის მიერ)
- ობიექტის პერიმეტრისა და ტერიტორიის კონტროლი: ტერიტორიაზე საეჭვო ნივთების აღმოჩენა და შესაბამისი რეაგირება (როგორებიცაა მაგალითად ფეთქებადი ნივთიერებები და ა.შ.), პერიმეტრის მთლიანობის კონტროლი, ობიექტზე არსებული წესებისა და პროცედურების დაცვაზე კონტროლი, მანქანების პარკინგის კონტროლი, ობიექტზე მომუშავე პერსონალისა და ვიზიტორების ორიენტირება საჭიროებისამებრ, და ა.შ.
- სახანძრო უსაფრთხოებაზე კონტროლი: ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პერიოდული შემოწმება, ხანძრის პრევენციისათვის აუცილებელი პროცედურების ეფექტურ განხორციელებაზე მონიტორინგი
- მატერიალურ ფასეულობათა დანაკარგებზე კონტროლი: იმ შესაბამისი პროცედურების განუხრელი განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ მატერიალური ფასეულობების დანაკარგების (ქურდობა, არასანქცირებული გატანა და ა.შ) რისკის მინიმიზაციას
- სამსახურეობრივი ინფორმაციის დაცვა: ყველა იმ შესაბამისი პროცედურის განუხრელი განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამსახურეობრივი ინფორმაციის არასანქცირებული გაცემის რისკის მინიმიზაციას
- კომპანიის რეპუტაციის დაცვა: სერვისის განხორციელება კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს კომპანიის რეპუტაციის დაცვას
- საგანგებო სიატუაციებზე რეაგირება: ობიექტზე არსებული პერსონალის კონტროლი, ევაკუაციის განხორციელება, პერსონალის სწორი ორიენტირება, სამაშველო ბრიგადების მუშაობის ხელშეწყობა და ა.შ.
- უსაფრთხოების (OSH) პოლიტიკის განუხრელი დაცვა; OSHთან დაკავშირებული ნებისმიერი შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება,
მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:
რისკების პრევენციის ოფიცრთა სარეზერვო ჯგუფში ჩარიცხვის მსურველმა კანდიდატებმა უნდა გამოამჟღავნონ:
- პრობლემის ფართო ხედვის უნარი (აზროვნების ფართო დიაპაზონი)
- საკითხისადმი შემოქმედებითი მიდგომა
- პრობლემის/საფრთხის წინასწარი ხედვის უნარი
- კომუნიკაციის მაღალი დონე
- რთული საუბრების წარმართვისა და კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვის უნარი
- დისციპლინირებულობის მაღალი ხარისხი
- დაკისრებული მოვალეობებისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა
უპირატესობა მიენიჭება:
- უმაღლეს განათლებას;
- სავალდებულო სამხედრო სამსახურს;
- ანალოგიურ სამუშაოზე მუშაობის გამოცდილებას;
- ძირითადი კომპიუტერული პროგრამების ცოდნას (მომხმარებლის დონეზე)
- სასაუბრო ინგლისური ენის ცოდნას
- ზოგად წარმოდგენას კონფლიქტური სიტუაციების ბუნების და მათი განმუხტვის გზების შესახებ
ასაკი: 25 - 40 წლამდე
სქესი: მამრობითი
გარდა ზემოაღნიშნულისა, კანდიდატები ფიზიკური მონაცემებით და ჯანმრთელობის მდგომარეობით უნდა შეესაბამებოდნენ დადგენის სტანდარტებს. ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობის სტანდარტები ინდივიდუალურია ასაკის მიხედვით.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრებებითა და სათანადო ტესტირებების გზით.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა შერჩევაში?
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, თქვენი რეზიუმე (CV) ქვემოთ ჩამოთვლილ სხვა საბუთებთან ერთად მოგვაწოდეთ კომპანია ვეზირის სათაო ოფისში მისამართზე:
თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე12 კმ (საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია)
ან ელექტრონული ფოსტით:
- ცნობა ნასამართლობის შესახებ
- ცნობა ფსიქო-ნევროლოგიური დისპანსერიდან (ე.წ. ფიქო)
- ცნობა ნარკოლოგიური დისპანსერიდან
- ჯანმრთელობის ცნობა
საბუთები მიიღების ბოლო ვადაა: 2011 წლის 25 ნოემბერი
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს;