ვაკის საცურაო აუზი და ფიტნეს კლუბი აცხადებს ფიტნესის ინსტრუქტორის ვაკანსიას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ინდივიდუალური ვარჯიშის გეგმის შედგენა;
- ფიტნეს დანადგარების სწორად გამოყენების დემონსტრაცია;
- სპეციფიკური ვარჯიშის აუცილებლობის განსაზღვრა;
- კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია და ვარჯიშის პროგრესის მონიტორინგი;
- კლუბის წევრების მიერ ფიტნეს-დანადგარების არასწორად გამოყენების შემთხვევაში, სწორი ინსტრუქტაჟის გაცემა;
- სავარჯიშო დარბაზში სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
- პირველადი სამედიცინო დახმარება;
- კლუბის წევრების მოტივირება.
უნარები:
- მაღალი მოტივაცია;
- პასუხისმგებლობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაბელურობა;
- ემოციური წონასწორობა, პრობლემურ სიტუაციაში ქცევის უნარი;
- სიახლეებზე ორიენტირებულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დიპლომი ან სერთიფიკატი შესაბამის სფეროში;
- მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში;ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.