პოლიგრაფიული საწარმო ეტიკეტი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე:
1. დიზაინერი
მოვალეობები:
- დიზაინის წარმოება.
მოთხოვნები.:
- კრეატიული, ერუდირებული
- გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა - ილუსტრატორი, ფოტოშოფი, ინდიზაინი
- სასურველია მხატვარ-გრაფიკოსის განათლება
- დიზაინერად ან მხატვრად მუშაობის გამოცდილება (უნდა წარმოადგინოთ თქვენი ნამუშევრები)
- გუნდთან ერთად მუშაობის უნარი.
2. დიზაინერ-დამკაბადონებელი
მოვალეობები:
- პოლიგრაფიული პროდუქციის დიზაინი-დაკაბადონება ბეჭდვის მეთოდების სპეციფიკაციის გათვალისწინებით
- კლიენტის მომსახურეობა მაკეტთან დაკავშირებით
- მაკეტის მომზადება ფერდაშლისთვის
- ციფრულ მანქანაზე ბეჭდვა
მოთხოვნები:
- გრაფიკული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა -ინდიზაინი, ილუსტრატორი, ფოტოშოფი
- მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ბეჭდვამდელ პროცესებში
- ბეჭდვის ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა
- სწრაფად და აკურატულად მუშაობის უნარი
- გუნდთან ერთად მუშაობის უნარი
3. შესყიდვების მენეჯერი
მოვალეობები:
- მოლაპარაკებების წარმოება მომწოდებლებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან საზღვარგარეთ და საქართველოში
- შესყიდვების დაგეგმვა და წარმოება
- საბაჟო პროცესების წარმოება
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის კარგად ცოდნა
- მოლაპარაკების წარმოების უნარი
- საბუღალტრო აღრიცხვის საბაზისო ცოდნა
- უმაღლესი განათლება
4. წარმოების დაგეგმვის მენეჯერი
მოვალეობები:
- საწარმო პროცესების და პროდუქციის დამზადების გეგმის შემუშავება
- საწარმოს მასალებით უზრუნველყოფის კონტროლი
- ოპერატიული აღრიცხვა, კონტროლი და კორექცია წარმოების ყოველდღიური ტემპის
- უწყისების წარმოება დადგენილ ფორმატში;
მოთხოვნები:
- რეზულტატზე ორიენტირებული, ინიციატივიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- ასაკი 25 წლიდან
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი
- მზგავს სამუშაოზე მუშაობის გამოცდილება;
5. გაყიდვების მენეჯერი
მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე კლიენტთან
- არსებულ კლიენტებთან მუშაობა
- შეკვეთის დათვლა; ხელშეკრულების გაფორმება; ანგარიშის წარდგენა
- შეკვეთის კონტროლი მისი აღებიდან კლიენტზე ჩაბარებამდე;
მოთხოვნები:
- კლიენტთან მუშაობის გამოცდილება
- პოლიგრაფიის სპეციფიკის ცოდნა
- მოლაპარაკების წარმოების უნარი
- ინიციატიულობა, ენერგიულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, გამართული მეტყველება
- კომპიუტერული საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
- ასაკი 24 წლიდან;
6. ბუღალტერი
მოვალეობები:
- სამეურნეო ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა
- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებისა და სასაქონლო ზედნადებების წარმოება
- საგადასახადო დეკლარაციების წარმოება;
მოთხოვნები :
- საბუღალტრო, ელექტრონული ცხრილების და მონაცემთა ბაზების კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე
- მოტივირებული , პროფესიული განვითარებისათვის სწრაფვის სურვილი
- სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარი
- დეტალების მიმართ ყურადღებიანობა
- ანალიტიკური აზროვნება
- საგადასახადო კოდექსის ცოდნა
- ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება,
7. ოფის მენეჯერი
მოვალეობა:
- ორგანიზაციის ინფრასტრუქტურის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
- საბუთწარმოება და აღრიცხვიანობა;
მოთხოვნები:
- ორგანიზების კარგი უნარი
- კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სტრესულ ვითარებაში მუშაობის შესაძლებლობა
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- 1 წელი მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსთან ერთად ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე:
წერილის სათაურის ველში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.