საიტზე დევს 278 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შპს.   ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს დიზაინ სითი  პროფკურორტი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  ალგანი 
შირნჰოფერი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  გუდვილი  DMG WEST LINES  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი 
აიელსი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  P/T/G  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ბიდისი აკადემია  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი One World   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  Oxford House  საგანმანათლებლო ცენტრი   
კავკასიის უნივერსიტეტი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ინგლისური ენის სახლი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა 
   ვაკანსია:

კონკურსი ღონისძიების საორგანიზაციო მომსახურებაზე

   კომპანია:

ეროვნული საინვესტიციო სააგენტო

   განთავსებულია:  5 იან. 2012
   ბოლო ვადა:  15 იან. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  i.tkhelidze@investingeorgia.org
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

სხვა

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

მოწვევა ინტერესის გამოხატვის შესახებ: საქართველოს ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების ორგანიზებისათვის საჭირო მომსახურების გასაწევად
პროექტი: "მერკური" 2012 - საქართველოს ეროვნული ბიზნეს დაჯილდოება
განმახორციელებელი უწყება: საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პატრონაჟით

ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების საორგანიზაციო პროცესი მოიცავს ორ ეტაპს:

ეტაპი I: დაჯილდოების მოსამზადებელი პერიოდი

ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების პირველი ეტაპი მოიცავს მოსამზადებელ სამუშაოებს, დაწყებული ნომინაციების დასახელებების შერჩევიდან, ნომინაციებში გამარჯვებულების გამოვლენით დასრულებული.

ეტაპი II: დაჯილდოების გალა ღონისძიების დაგეგმვა და ორგანიზება

ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების უმთავრესი კომპონენტია გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება. აუცილებელია დაჯილდოების ცერემონიის დეტალური დაგეგმვა და ღონისძიების ყველა პარტნიორის ინტერესების გათვალისწინება.

დაჯილდოება გაიმართება 2012 წლის მაისის პირველ კვირაში.

დაქირავებული კომპანია უზრუნველყოფს შემდეგს:
- გალა ღონისძიებისათვის შესაფერისი ფართის შერჩევა და სათანადოდ გაფორმება;
- ღონისძიებაზე სტუმრების მიპატიჟება და განაწილება;
- თავად დაჯილდოების ცერემონიის დეტალურად დაგეგმვა - გასართობი პროგრამა და ჯილდოების საზეიმოდ გადაცემა
- ღონისძიებისათვის სპეციალური მენიუს შერჩევა, სასმელების შეხამება.

დაინტერესებული კომპანიები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება მათი კვალიფიკაცია და მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარების გამოცდილება (მსგავსი ტიპის ღონისძიების განხორციელების 2 მაგალითი). კომპანიამ უნდა წარმოადგინოს 2 რეკომენდაციის წერილი, სასურველია ყოფილი დამკვეთებისაგან, ასევე მიუთითოს სათანადო კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების არსებობა.

კომპანიის შერჩევა განხორციელდება ხარისხის, ფასისა და არსებული გამოცდილების გათვალისწინებით. საბოლოო სიაში შესულ კომპანიებს მოეთხოვებათ დეტალური ფინანსური წინადადების წარმოდგენა.

დაინტერესებულ კომპანიას შეუძლია გააკეთოს განაცხადი ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების ორივე ეტაპის განხორციელებაზე. ასევე შესაძლებელია, ინტერესის შემთხვევაში, კომპანიამ განახორციელოს მხოლოდ პირველი - მოსამზადებელი ეტაპი ან მეორე - გალა ღონისძიება.

ინტერესის გამოხატვის წინადადება უნდა მიტანილ იქნეს ან გაიგზავნოს ქვემოთ მითითებულ საფოსტო ან ელექტრონულ მისამართზე 2012 წლის 15 იანვრამდე.

გთხოვთ, თანდართულ დოკუმენტში იხილოთ პროექტის დეტალური აღწერა.

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო
საკონტაქტო პირი: ირინე თხელიძე
მის.: ჭანტურიას ქ. 12, თბილისი
ტელ: (+995 32) 2 433433
მობილური: (+995 599) 158989
ელ.ფოსტა: i.tkhelidze@investingeorgia.org
ვებ-გვერდი: http://www.investingeorgia.org

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige