საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
ფუნქციები და მოვალეობები:
- თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს დირექტორის ბრძანებებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
- მონაწილეობს სააგენტოს დირექტორის ბრძანებებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში;
- ამზადებს სამართლებრივ დასკვნას სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე;
- უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომელთათვის სამართლებრივი რჩევების მიცემას, სააგენტოს სამართლებრივი აქტების მომზადებას;
- შეიმუშავებს და სააგენტოს ხელმძღვანელობას წარუდგენს სააგენტოს სამართლებრივი ბაზის სრულყოფის რეკომენდაციებს;
- ამზადებს წინადადებებს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების და მოქმედ ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანისა და მათი გაუქმების შესახებ;
- უზრუნველყოფს სააგენტოში შემავალი სამსახურების თანამშრომელთა სამართლებრივ მხარდაჭერას;
- ამზადებს, სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე, საერთაშორისო და ადგილობრივ ხელშეკრულებებს;
- ურთიერთობს სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებთან სამართლებრივ საკითხებზე, იცავს სააგენტოს ინტერესებს შესაბამის ორგანოებში და ასრულებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს;
- წარმოადგენს სააგენტოს სასამართლოში.
- მისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და ამზადებს შესაბამის პასუხს სააგენტოში შემოსულ კორესპონდენციებზე;
- ადგენს, მიმწოდებელთან მოლაპარაკების საფუძველზე, ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის გეგმა-გრაფიკს; მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, სამუშაოების, მომსახურების მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით უწევს სათანადო კონტროლსა და ზედამხედველობას და აფორმებს მიღება-ჩაბარების აქტებს; სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად არეგულირებს მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესს, აწარმოებს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ამსახველ პერიოდულ დოკუმენტაციას, ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ სისტემატიურ ინფორმაციას აწოდებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.
თანამდებობრივი ურთიერთობები: იურისტი ანგარიშვალდებულია სააგენტოს დირექტორის წინაშე.
კვალიფიკაცია:
- განათლება: უმაღლესი იურიდიული განათლება;
- აუცილებელი მოთხოვნები: ადგილობრივი სამართლის ცოდნა; სახელმწიფოს სექტორში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; ქართული, რუსული და ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა;
უნარ-ჩვევები:
- კარგი ორგანიზატორი
- მოწესრიგებული და ყურადღებიანი,
- კომუნიკაბელური, როგორც დამოუკიდებელი, აგრეთვე გუნდური მუშაობის კარგი უნარით.
გთხოვთ, განაცხადი გამოგზავნოთ მისამართზე: 2011 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით.