ეროვნული არქივი აცხადებს ვაკანსიას სენაკის არქივის სპეციალისტის (2 საშტატო ერთეული)პოზიციაზე
თანამდებობრივი სარგო: 250 ლარი
მდებარეობა: სენაკი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- არქივის დოკუმენტების შენახვა და დაცვის უზრუნველყოფა
- ტექნიკური ხასიათის სამუშაოების შესრულება, კერძოდ, საქმეთა არსებობისა და მდგომარეობის შემოწმება; საქმეთა შეკეთება; საცავებში საქმეთა მიღება და სხვ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება
- დოკუმენტებთან მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
- ანალიტიკური აზროვნება
- წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- დეტალების მიმართ ორიენტირებულობა
საკონკურსო თემატიკა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს კანონი - ”ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ”;
- საქართველოს ეროვნული არქივის დებულება;
- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III ნაწილი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მხოლოდ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) 2011 წლის 29 აგვისტოდან - 12 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე .
გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.