სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს ჰიდრო-ენერგო დეპარტამენტში, ჰიდრავლიკის სპეციალისტის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
ამოცანები და მოვალეობები:
- პასუხისმგებელია ჰიდრო-ავტომატური სისტემების ჰიდრავლიკურ გაზომვებსა და დიაგნოსტიკაზე
- ატარებს ტესტირებას და ამზადებს რეპორტს შედეგების შესახებ
- ახორციელებს ტექნიკურ ზედამხედველობას ჰიდრო-მექანიკური ხელსაწყოების მდგომარეობასა და რემონტზე.
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება (ჰიდრავლიკა, ჰიდრო ტურბინები)
- საზომ აპარატებთან და ჰიდრო-ტურბინებთან მუშაობის უნარი
- ჰიდრავლიკური მოწყობილობების და სისტემების ძალიან კარგი ცოდნა
- სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
- ინგლისური ან რუსული ენების სრულყოფილად ფლობა
- საოფისე პროგრამების ცოდნა
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე
და შევსებული განაცხადის ფორმა (იხილეთ დანართი) ელექტრონულ ფოსტაზე: nino.pridonashvili@energo-pro.ge ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს მისამართზე: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1, 2011 წლის 25 დეკემბრის 18:00 საათამდე.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ
განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.