სს "ენერგო-პრო ჯორჯია" არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის "ენერგო-პრო ეი-ეს" სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.
"ენერგო-პრო ჯორჯია" საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. "ენერგო-პრო ჯორჯია" ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურს. კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70%-ზე მეტს მოიცავს. "ენერგო-პრო ჯორჯია" ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.
სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს შესყიდვების განყოფილებაში სპეციალისტის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
მოვალეობები:
-კომპანიისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურეობის შესყიდვის ორგანიზება, ანალიზი;
-მატერიალური რესურსებით მომარაგება, ანგარიშების დროული და ზუსტი შედგენა;
-განყოფილებაში შემოსული მოთხოვნების ანალიზი და დოკუმენტაციის აღრიცხვა-რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში;
-კომპეტენციის ფარგლებში სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებასა და ტენდერის ჩატარების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
-კონსტრუქციების და სამშენებლო ობიექტების ნახაზების ანალიზი და საჭირო მასალების შესყიდვებთან დაკავშირებული საჭიროებების განსაზღვრა.
საჭირო კვალიფიკაცია:
-უმაღლესი განათლება საინჟინრო, სამშენებლო ან მონათესავე დარგებში;
-1 წლიანი სამუშაო გამოცდილება - სასურველია მშენებლობის პროექტირების კუთხით (სასურველია კანდიდატს ჰქონდეს შენობების და კონსტრუქციების პროექტირების და ხაზვის გამოცდილება, კონსტრუქციების ნახაზების გარჩევის უნარი);
-კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
-უცხო ენის ცოდნა (რუსული, ინგლისური).
სხვა მოთხოვნები:
-ლოგიკური მსჯელობის და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
-ზეპირი ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
-ჯგუფთან მუშაობის უნარი;
-მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
-დეტალებზე ორიენტირების უნარი და ყურადღების მაღალი კონცენტრაცია;
-მაღალი თვითმოტივაცია.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, 2012 წლის 20 თებერვლამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ მხოლოდ შევსებული განაცხადის ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტი სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ში, შემდეგ მისამართზე: სათაო ოფისი, თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ "Specialist in Procurement Division". წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.