სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს ტურბინის ინჟინრის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
ამოცანები და მოვალეობები:
-პასუხისმგებელია ტურბინის გამართულ მუშაობაზე, დეფექტების აღმოფხვრასა და შესაბამისი რემონტების ჩატარებასა და დაგეგმვაზე.
-ჰიდრო-ტურბინების კვანძების და მათი მუშაობის პრინციპის ცოდნა; ჰიდრო ტურბინების დამხმარე მოწყობილობებზე მუშაობის უნარი
-რემონტების ჩატარება, ნახაზების შედგენა და მზომ ხელსაწყოებთან მუშაობის უნარი.
საჭირო კვალიფიკაცია:
-უმაღლესი ტექნიკური განათლება (ჰიდრო ტურბინები)
-საზომ აპარატებთან და ჰიდრო-ტურბინებთან მუშაობის უნარი
-ტექნიკურ ნახაზებთან მუშაობის უნარი
-ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა
-საოფისე პროგრამების ცოდნა; ასევე, აუცილებელია AutoCAD-ის ცოდნა
-გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს მისამართზე: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1, 2012 წლის 20 იანვრის 18 საათამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.