საიტზე დევს 278 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შპს.   შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  ალგანი  ბანკი რესპუბლიკა  თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს.  'პროსერვისი' 
WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  DMG WEST LINES  შ.პ.ს.   შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  პროფკურორტი  ქეა  შირნჰოფერი 
Oxford House  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი P/T/G  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   საგანმანათლებლო ცენტრი   ინგლისური ენის სახლი  
ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  კავკასიის უნივერსიტეტი  ბიდისი აკადემია  კავკასიის აკადემიური ცენტრი 
   ვაკანსია:

სტაც. მზომი ხელსაწყოების მართვის უფროსი სპეციალისტი

   კომპანია:

ენერგო-პრო ჯორჯია

   განთავსებულია:  3 თებ. 2012
   ბოლო ვადა:  17 თებ. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@energo-pro.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ენერგეტიკა

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის "ენერგო-პრო ეი-ეს" სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.

"ენერგო-პრო ჯორჯია" საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. "ენერგო-პრო ჯორჯია" ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურს. კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70%-ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს სტაციონარული მზომი ხელსაწყოების მართვის ქვეგანყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, 2 სრულ საშტატო ერთეულზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
-გამზომი ხელსაწყოების შემოწმების და დაკალიბრების (დამოწმების) სამუშაოების ჩატარება;
-გამზომი ხელსაწყოების მონაცემთა ბაზის კონტროლი;
-შესასრულებელი სამუშაოების ორგანიზება;
-სამუშაოების შესრულების ხარისხის კონტროლი.

საჭირო კვალიფიკაცია:
-უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ელექტროენერგეტიკული განხრით);
-ენერგეტიკის სფეროში (ელექტროენერგიის აღრიცხვის დარგში) მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
-კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები და საოფისე პროგრამების ცოდნა;
-ელექტროდანადგარებთან დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება;
-სასურველია დაკალიბრების და დამოწმების სამუშაოების ჩატარების კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის არსებობა;
-სასურველია უცხო ენების ცოდნა - ინგლისური, რუსული.

დამატებითი მოთხოვნები:
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
-პროფესიონალიზმი და კოლეგიალურობა;
-მოტივაცია მუდმივი პროფესიული განვითარებისა და ზრდისათვის;
-სიახლეების ათვისების უნარი;
-ხელმძღვანელობის უნარი;
-კომუნიკაბელურობა;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-საჭიროების შემთხვევაში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით საქართველოს მასშტაბით გამგზავრება.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ 2012 წლის 17 თებერვლამდე გამოაგზავნონ მხოლოდ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ - "Senior Specialist of Stationary Measuring Facility Management Subdivision". წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.

მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige