საიტზე დევს 278 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს.   ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  DMG WEST LINES  გუდვილი 
თეგეტა მოტორსი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს დიზაინ სითი  პროფკურორტი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  ქეა  შირნჰოფერი 
სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   One World   ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  Oxford House ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კავკასიის უნივერსიტეტი  P/T/G  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი  საქართველოს უნივერსიტეტი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ბიდისი აკადემია  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  აიელსი 
   ვაკანსია:

სტაც. მზომი ხელსაწყოების მართვის სპეციალისტი

   კომპანია:

ენერგო-პრო ჯორჯია

   განთავსებულია:  3 თებ. 2012
   ბოლო ვადა:  17 თებ. 2012
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@energo-pro.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ენერგეტიკა

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის "ენერგო-პრო ეი-ეს" სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.

"ენერგო-პრო ჯორჯია" საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. "ენერგო-პრო ჯორჯია" ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურს. კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70%-ზე მეტს მოიცავს. "ენერგო-პრო ჯორჯია" ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს სტაციონარული მზომი ხელსაწყოების მართვის ქვეგანყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
-გამზომი ხელსაწყოების შემოწმების და დაკალიბრების (დამოწმების) სამუშაოების ჩატარება;
-სამუშაოების შესრულების ხარისხის კონტროლი;
-გამზომი ხელსაწყოების მონაცემთა ბაზის შედგენა და წარმოება.

საჭირო კვალიფიკაცია:
-უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ელექტროენერგეტიკული განხრით);
-ენერგეტიკის სფეროში (ელექტროენერგიის აღრიცხვის დარგში) მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
-კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები და საოფისე პროგრამების ცოდნა;
-ელექტროდანადგარებთან დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება;
-სასურველია დაკალიბრების და დამოწმების სამუშაოების ჩატარების კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის არსებობა;
-სასურველია უცხო ენების ცოდნა - ინგლისური, რუსული.

დამატებითი მოთხოვნები:
-პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
-პროფესიონალიზმი და კოლეგიალურობა;
-მოტივაცია მუდმივი პროფესიული განვითარებისა და ზრდისათვის;
-სიახლეების ათვისების უნარი;
-კომუნიკაბელურობა;
-გუნდური მუშაობის უნარი;
-საჭიროების შემთხვევაში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით საქართველოს მასშტაბით გამგზავრება.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ 2012 წლის 17 თებერვლამდე გამოაგზავნონ მხოლოდ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართული ფაილი) ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ - "Specialist of Stationary Measuring Facility Management Subdivision". წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.

მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige