სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.
ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.
კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.
სს''ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს ბილინგის განყოფილებაში სტაჟორის თანამდებობაზე ყაზბეგში.
მოვალეობები:
- ბილინგის პროცედურების შესრულება
- ბილინგის სისტემაში მონაცემების აღრიცხვა, შეყვანა
- დადგენილი პროცედურების თანახმად ბილინგის მონაცემების შეტანა
- მონაცემების ბილინგის მენეჯერისთვის ოპერატიულად წარდგენა
- დადგენილი პროცედურების თანახმად სხვადასხვა რეპორტების შედგენა
საჭირო კვალიფიკაცია:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
- სასურველია უმაღლესი განათლება
- სასურველია სამუშაო გამოცდილება
- სასურველია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ან რუსული)
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებზე კონცენტრირების უნარი
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს 1.06.2011–მდე შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: ; ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს ''ენერგო-პრო ჯორჯია”-ში შემდეგ მისამართებზე:
- სათაო ოფისი, თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1
- მცხეთა–მთიანეთის ფილიალი, მცხეთა, ნარეკვავის ქ. 3ა
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.