საიტზე დევს 278 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შირნჰოფერი  ქეა  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  DMG WEST LINES 
შპს.   შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  თეგეტა მოტორსი  შ.პ.ს.   გუდვილი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  ალგანი 
ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   P/T/G  ტურისტული კომპანია ,,მანდსი კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  საქართველოს უნივერსიტეტი  
ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  One World   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ბიდისი აკადემია  ინგლისური ენის სახლი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   საგანმანათლებლო ცენტრი   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა 
   ვაკანსია:

სარელეო დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი

   კომპანია:

ენერგო-პრო ჯორჯია

   განთავსებულია:  14 დეკ. 2011
   ბოლო ვადა:  26 დეკ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@energo-pro.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ენერგეტიკა

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.

ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.

კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.

სს  „ენერგო - პრო  ჯორჯია”  აცხადებს  კონკურსს მაღალი  ძაბვის  ექსპლუატაციის სამსახურის  სარელეო დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე,  სრულ საშტატო ერთეულზე.

სამუშაო ადგილი:  თბილისი

ამოცანები და მოვალეობები:
- 110/35 კვ ქვესადგურების, ჰიდრო და თბოსადგურების ელექტროდანადგარების (ძალოვანი ტრანსფორმატორების, ელ. გადამცემი ხაზების, გენერატორების), სარელეო დაცვის როგორც ძველი, აგრეთვე თანამედროვე – ციფრული აპარატურის პერიოდული შემოწმება;
-სარელეო დაცვის ახალი ტექნიკის ათვისება და დანერგვა;
-ტექნიკური დოკუმენტაციის (პროექტების, ოქმების, სქემების) დამუშავება და წარმოება.

საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი ენერგეტიკული განათლება
- სარელეო დაცვის აპარატურასთან მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება; (სასურველია ახალი ციფრული სარელეო დაცვის აპარატურის ცოდნა)
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office - სავალდებულო, Visio - სასურველი)
- უცხო ენის ცოდნა (რუსული - სავალდებულო, ინგლისური სასურველი)

სხვა მოთხოვნები:
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- ჯგუფთან მუშაობის უნარი
- სამუშაოს სწორად დაგეგმვა - ორგანიზება

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს 2011 წლის 26 დეკემბრამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და თანდართული შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს „ენერგო-პრო ჯორჯია”-ში შემდეგ მისამართზე: თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა №1

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს.  წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige