სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო
ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე
ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს
კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს.ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს
იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას
სს „ენერგო - პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს რეგიონის დისპეტჩერის თანამდებობაზე
ამოცანები და მოვალეობები:
- სადისპეტჩერო ქვეგანყოფილების მართვა -გამგეობაში არსებული ქსელის ოპერატიული მართვა
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი ენერგეტიკული განათლება
- მაღალ ძაბვაში 1 წლის სამუშაო გამოცდილება
- უცხო ენის ცოდნა (რუსული - აუცილებელი)
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
სხვა მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- მაღალი მოტივაცია
- გუნდური მუშაობის უნარი
- საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს 2011 წლის 2 დეკემბრამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს „ენერგო-პრო ჯორჯია”-ში შემდეგ მისამართზე: თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა №1
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს
წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.