საიტზე დევს 278 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შ.პ.ს.   DMG WEST LINES  შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  გუდვილი  თეგეტა მოტორსი  ალგანი 
შპს.   პროფკურორტი  შირნჰოფერი  ბანკი რესპუბლიკა  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი) 
Oxford House  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  One World   P/T/G  აიელსი ტურისტული კომპანია ,,მანდსი  საქართველოს უნივერსიტეტი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  
საგანმანათლებლო ცენტრი   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ბიდისი აკადემია  კავკასიის უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  კავკასიის აკადემიური ცენტრი 
   ვაკანსია:

რეგიონალური ქვეგანყოფილების უფროსი - რუსთავი

   კომპანია:

ენერგო-პრო ჯორჯია

   განთავსებულია:  29 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  7 ოქტ. 2011
   მდებარეობა:  რუსთავი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@energo-pro.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ენერგეტიკა

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის "ენერგო-პრო ეი-ეს" სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.

ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.

კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.

სს "ენერგო - პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს ქსელზე მიერთებისა და მომხმარებელთა მომსახურეობის ქვემო ქართლის რეგიონალური ქვეგანყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: რუსთავი.

ამოცანები და მოვალეობები:
ახალი სიმძლავრეების ქსელზე მიერთებისათვის საჭირო ტექნიკური ღონისძიებებისა და მოცულობის განსაზღვრა. ტექნიკური პირობების მომზადება. მომხმარებლებთან და კლიენტებთან ურთიერთობა კომპანიის პოლიტიკის გათვალისწინებით;

საჭირო კვალიფიკაცია:

- უმაღლესი ინჟინერ - ენერგეტიკული განათლება;
- შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS OFFICE, CORELDRAW, VISIO,AUTO CAD);
- უცხო ენის ცოდნა (რუსული,ინგლისური);

სხვა მოთხოვნები:

- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- მაღალი მოტივაცია
- გუნდური მუშაობის უნარი
- საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს 2011 წლის 7 ოქტომბრამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge, ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ში შემდეგ მისამართზე: თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1.

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige