სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს სადმელი ჰესის პროექტის ინჟინრის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
ამოცანები და მოვალეობები:
- ბიუჯეტის დაგეგმვა და განახლება;
- კორესპონდენციის დაარქივება, დოკუმენტაციის ბრუნვის მართვა და ანგარიშგების წარმოება.
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება სამშენებლო განხრით
- ადმინისტრირების პროცესების ეფექტური მართვის და ორგანიზების კარგად განვითარებულ უნარი
- არანაკლებ 1 წლის გამოცდილება პროექტის მართვის ორგანიზებაში (სამშენებლო კომპანიებში)
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა
- საოფისე პროგრამების ცოდნა; ასევე აუცილებელია AutoCAD-ის ცოდნა
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი
- მართვის მოწმობა.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს მისამართზე: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1, 2011 წლის 21 ნოემბრის 18 საათამდე. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.