„ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.
ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.
კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.
სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” დასავლეთ საქართველოს ფილიალი აცხადებს სტაჟირებას ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრში შემდეგ თანამდებობებზე:
1. მორიგე ელექტრიკოსი
2. მორიგე მძღოლი-ელექტრიკოსი
საჭირო კვალიფიკაცია:
- საშუალო ტექნიკური ან საშუალო პროფესიული განათლება (პროფტექნიკუმი);
- სასურველია შესაბამის სფეროში სამუშაო გამოცდილება;
- ქართული და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი;
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთ მითითებულ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოგზავნონ განაცხადი ელექტრონულ მისამართზე ან შემოიტანონ განაცხადის ფორმა ს.ს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალურ ფილიალში, მისამართზე: სენაკი, წმინდა ნინოს ქ. # 15 არაუგვიანეს 2011 წლის 30 სექტემბრის 17:00 საათისა. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა. მოხდება მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან დაკავშირება.