საიტზე დევს 278 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  ქეა  გუდვილი  შ.პ.ს.   შპს.  
შირნჰოფერი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  თეგეტა მოტორსი  DMG WEST LINES  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  პროფკურორტი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი 
ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი კავკასიის აკადემიური ცენტრი  საგანმანათლებლო ცენტრი   One World   ტურისტული კომპანია ,,მანდსი  
თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   აიელსი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   საქართველოს უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი  P/T/G 
   ვაკანსია:

მომსახურეობის ცენტრის მთავარი ინჟინერი წალკაში

   კომპანია:

ენერგო-პრო ჯორჯია

   განთავსებულია:  6 ივნ. 2011
   ბოლო ვადა:  17 ივნ. 2011
   მდებარეობა:  სხვა
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@energo-pro.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

მშენებლობა/ინჟინერია/ არქიტექტურა

   დამატებითად:  
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.

ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.

კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.

სს  „ენერგო - პრო  ჯორჯია”  აცხადებს  კონკურსს  წალკის მომსახურეობის ცენტრის მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე წალკაში.

ამოცანები და მოვალეობები:

- ორგანიზება გაუწიოს 6/10/0,4 კვ ქსელის უსაფრთხო ტექნიკურ ექსპლუატაციას;
- გააკონტროლოს ენერგო ობიექტებზე მეთოდური მუშაობა;
- მეთვალყურეობა დააწესოს ელექტრო მოწყობილობების ექსპლუატაციის და რემონტების ჩატარებისას, სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების ღონისძიებების განხორციელებაზე;

პასუხისმგებელია:

- ქვესადგურებში და გადამცემ ხაზებზე შექმნილი ავარიული სიტუაციის სწრაფ ლიკვიდაციაზე;
- უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობაზე, ინსტრუქტაჟების და პერსონალის ცოდნის შემოწმებაზე, უსაფრთხოების და ტექნიკური ექსპლუატაციის წესებში შრომის დაცვის გაუმჯობესების ღონისძიებების დროულ შესრულებაზე, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაზე;

საჭირო კვალიფიკაცია:

- უმაღლესი ენერგეტიკული განათლება;
- შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენის ცოდნა (რუსული - სავალდებულო);

სხვა მოთხოვნები:

- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- მაღალი მოტივაცია
 -გუნდური მუშაობის უნარი
- საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს 2011 წლის 17 ივნისამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს „ენერგო-პრო ჯორჯია”-ში შემდეგ მისამართზე: თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა №1

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს.  წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige