საიტზე დევს 278 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
თეგეტა მოტორსი  DMG WEST LINES  ალგანი  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  გუდვილი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს.  'პროსერვისი' 
ქეა  შპს.   შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს.   შირნჰოფერი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა 
საგანმანათლებლო ცენტრი   P/T/G  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი კავკასიის უნივერსიტეტი  One World   ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  აიელსი  
მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  Oxford House  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი  
   ვაკანსია:

მოლარე, მარნეული

   კომპანია:

ენერგო-პრო ჯორჯია

   განთავსებულია:  15 აგვ. 2011
   ბოლო ვადა:  19 აგვ. 2011
   მდებარეობა:  მარნეული
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@energo-pro.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

მოლარე/ოპერატორი

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.

ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.

კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.

სს `ენერგო-პრო ჯორჯია” აცხადებს კონკურსს ქვემო ქართლის ფილიალში მარნეულის მომსახურების ცენტრის მოლარის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.

სამუშაო ადგილი:  მარნეული

მოვალეობები:

- სალაროს მუშაობის წარმართვა და საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხვა;
- დღის განვალობაში თანხების აღრიცხვა სალაროს წიგნში და სალაროს შემოსავალ–გასავლის ორდერის გამოწერა, სალაროს შემოსავლების და გასავლის აღრიცხვა;
- სამუშაო დღის ბოლოს დღის განვალობაში შემოსული თანხის ბანკის შეტანა;
- სალაროს წარმოების შესახებ დებულებით განსაზღვრული ყველა მოთხოვნის მკაცრად დაცვა: (სალაროში შემოსულ ფულად სახსრებზე; შემოსული თანხების კონტროლის წარმოებაზე; ყოველდღიურად ბანკში შეტანილი თანხების სისწორეზე; პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის საქართველოს საგადასახადო კოდექსის  შესაბამისად წარმოება, შენახვაზე; დღის ბოლოს სალაროში არსებული ფულადი სახსრების რაოდენობის შესაბამისობაზე, დოკუმენტაციით დაფიქსირებულ ნაშთთან).

საჭირო კვალიფიკაცია:

- უმაღლესი ფინანსური განათლება (სასურველია);
- მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- რუსული ენის ცოდნა, ინგლისური სასურველია;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს 2011 წლის 19 აგვისტომდე შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს “ენერგო-პრო ჯორჯია”-ში შემდეგ მისამართზე: სათაო ოფისი, თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს.  წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige