სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს იორის კასკადის მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
სამუშაო ადგილი: იორის კასკადი (საცხენისი ჰესი, მარტყოფი ჰესი, სიონ ჰესი).
ამოცანები და მოვალეობები:
- მოახდინოს ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობებისა და დანადგარ-მოწყობილობების პერიოდული შემოვლა-დათვალიერება; აკონტროლოს მათი მუშაობა ნომინალური პარამეტრების დაცვის გზით, უსაფრთხოების ტექნიკის, ტექნიკური ექსპლუატაციის და საწარმოო ინსტრუქციების ზუსტი დაცვით.
- განახორციელოს ჰესის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებზე და მათ პერსონალზე საერთო ადმინისტრაციული და ტექნიკური ხელმძღვანელობა; მათი მეშვეობით უზრუნველყოს დანადგარ-მოწყობილობებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების სტაბილური და შეუფერხებელი მუშაობა.
- გაუწიოს ხელმძღვანელობა და კონტროლი ჰესზე დაშვებული ელექტროენერგიის გამომუშავების ყოველთვიური და წლიური გეგმების შესრულებას
- უშუალოდ გაუწიოს ხელმძღვანელობა შენობა-ნაგებობებისა და დანადგარ-მოწყობილობების შეკეთებისა და რეაბილიტაციის გეგმების შედგენას და წარადგინოს ზემდგომ ორგანოებში, მის განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების გამოყოფის მიზნით.
საჭირო კვალიფიკაცია:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება (ელექტრო, მექანიკური ან ჰიდრავლიკის განხრით)
- ენერგეტიკის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
- რუსული ან ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
- მართვისა და ზედამხედველობის უნარი
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა (იხილეთ დანართი) ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს მისამართზე: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1, 2011 წლის 19 სექტემბრის 18 საათამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.