საიტზე დევს 278 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
შ.პ.ს დიზაინ სითი  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ალგანი  შირნჰოფერი  პროფკურორტი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  ბანკი რესპუბლიკა 
შპს.   DMG WEST LINES  გუდვილი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  შ.პ.ს.   შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი' 
აიელსი  Oxford House  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  საქართველოს უნივერსიტეტი  ინგლისური ენის სახლი ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  P/T/G  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  საგანმანათლებლო ცენტრი   კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ბიდისი აკადემია  One World   ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  კავკასიის უნივერსიტეტი 
   ვაკანსია:

მთავარი ინჟინერი, ზუგდიდი

   კომპანია:

ენერგო-პრო ჯორჯია

   განთავსებულია:  9 ნოე. 2011
   ბოლო ვადა:  18 ნოე. 2011
   მდებარეობა:  ზუგდიდი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@energo-pro.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ენერგეტიკა

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის “ენერგო-პრო ეი-ეს” სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო.

ენერგო-პრო ჯორჯია საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. ენერგო-პრო ჯორჯია ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდრიელექტროსადგურს.

კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70% ზე მეტს მოიცავს. ენერგო-პრო ჯორჯია ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.

სს  „ენერგო - პრო  ჯორჯია”  აცხადებს  კონკურსს  ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის მთავარი ინჟინრის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი:  ზუგდიდი

ამოცანები და მოვალეობები:

    ორგანიზება გაუწიოს 6/10/0,4 კვ ქსელის უსაფრთხო ტექნიკურ ექსპლუატაციას; გააკონტროლოს ენერგო ობიექტებზე მეთოდური მუშაობა;  დააწესოს ელექტრომოწყობილობების ექსპლუატაციის და რემონტების ჩატარებისას სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულების ღონისძიებების განხორციელებაზე მეთვალყურეობა; პასუხისმგებელია : ქვესადგურში და გადამცემ ხაზებზე შექმნილი ავარიული სიტუაციის სწრაფ ლიკვიდაციაზე; უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობაზე; ინსტრუქტაჟების და პერსონალის ცოდნის შემოწმებაზე, უსაფრთხოების და ტექნიკური ექსპლუატაციის წესებში  - შრომის დაცვის გაუმჯობესების დროულ შესრულებაზე და აგრეთვე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებაზე

საჭირო კვალიფიკაცია:

- უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია უმაღლესი ენერგეტიკული)
- ელ. ენერგეტიკაში  მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
- უცხო ენების ცოდნა : (რუსული - აუცილებელი)
- კომპიუტერის ცოდნა : საოფისე პროგრამები

სხვა მოთხოვნები:

- კომუნიკაბელურობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- მაღალი მოტივაცია
- გუნდური მუშაობის უნარი
- საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მასშტაბით გამგზავრება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისთვის

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს 2011 წლის 18 ნოემბრამდე  შეუძლიათ გამოაგზავნონ  შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს „ენერგო-პრო ჯორჯია”-ში შემდეგ მისამართზე: თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა №1

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს.  წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.

მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige