სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს ს.ს. "ზაჰესი"-ს მემონტაჟე-შემდუღებლის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
სამუშაო ადგილი: ზაჰესი.
ამოცანები და მოვალეობები:
- სამონტაჟო და საშემდუღებლო სამუშაოების წარმოება ჰესის ობიექტზე.
- სამონტაჟო და საშემდუღებლო სამუშაოების წარმოება ტექნიკური ექსპლოატაციის წესების, უსაფრთხოების ტექნიკის წესების, სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვით.
- ვალდებულია იცოდეს დენთან მუშაობის სპეციფიკა; კარგად ერკვეოდეს ელექტრო შედუღების აპარატის მუშაობის პრინციპებში, და აგრეთვე იცოდეს გაზით შედუღება
- უნდა ერკვეოდეს ლითონების სტრუქტურაში, თერმო და მექანიკური დამუშავების თავისებურებებში.
საჭირო კვალიფიკაცია:
- ტექნიკური განათლება
- სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
- რუსული ან ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა (იხილეთ დანართი) ელექტრონულ ფოსტაზე: ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს მისამართზე: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1, 2011 წლის 16 დეკემბრის 18 საათამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.