საიტზე დევს 278 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
გუდვილი  შ.პ.ს.   პროფკურორტი  WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  ბანკი რესპუბლიკა 
ქეა  შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი  თეგეტა მოტორსი  DMG WEST LINES  ალგანი 
Oxford House  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  One World   კავკასიის უნივერსიტეტი  ბიდისი აკადემია  კავკასიის აკადემიური ცენტრი აიელსი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი  თბილისის დამოუკიდებილი უნივერსიტეტი   P/T/G  
ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი  
   ვაკანსია:

მაღალი ძაბვის ელ. ხაზების განყოფ. უფროსი სპეციალისტი

   კომპანია:

ენერგო-პრო ჯორჯია

   განთავსებულია:  20 სექ. 2011
   ბოლო ვადა:  26 სექ. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@energo-pro.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ენერგეტიკა

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:


სს "ენერგო-პრო ჯორჯია" არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის "ენერგო-პრო ეი-ეს" სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო. "ენერგო-პრო ჯორჯია" საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. "ენერგო-პრო ჯორჯია" ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურს. კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70%-ზე მეტს მოიცავს. "ენერგო-პრო ჯორჯია" ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.

ამოცანები და მოვალეობები:

მაღალი ძაბვის (35-110 კვ) ელექტროგადამცემი ხაზების სწორი ექსპლუატაციის კონტროლი ელ. დანადგარების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დაცვით; მაღალი ძაბვის ელ. გადამცემი ხაზების უავარიო და უსაფრთხო მუშაობის ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათი შესრულების კონტროლი.

საჭირო კვალიფიკაცია:

- უმაღლესი ტექნიკური განათლება
- ელექტროდანადგარებთან მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
- უცხო ენის ცოდნა (რუსული სავალდებულო; ინგლისური სასურველი).

სხვა მოთხოვნები:

- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- ჯგუფთან მუშაობის უნარი
- სამუშაოს სწორად დაგეგმვა-ორგანიზება.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ 2011 წლის 26 სექტემბრამდე გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.

მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige