საიტზე დევს 278 აქტიური ვაკანსია. ბოლო აიტვირთა 19:53
RSS
ქეა  შირნჰოფერი  ბანკი რესპუბლიკა  შ.პ.ს დიზაინ სითი  თერაპიის სამეცნიერო კვლევითი კლინიკა  შპს.   WWW.AUTOPAPA.GE - კავკასიის მთავარი ავტოპორტალი 
შ.პ.ს. 'ფაბლისიტი ჯგუფი'  შ.პ.ს.  'პროსერვისი'  ალგანი  'ჯეო თრანსლეითი'(თარჯიმანთა ჯგუფი)  გუდვილი  შ.პ.ს.   შ.პ.ს. დიპლომატ ჰოლდინგი 
P/T/G  აიელსი  კავკასიის აკადემიური ცენტრი  ტურისტული კომპანია ,,მანდსი  კავკასიის უნივერსიტეტი  ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი სოლოლაკის ბიზნეს ცენტრი   მარკეტინგისა და მენეჯმენტის სკოლა  One World   საქართველოს უნივერსიტეტი  
კვალიფიციური განათლების საერთაშორისო ცენტრი  Oxford House  ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი  ინგლისური ენის სახლი  ტრენინგ ცენტრი ALTERNATIVE  ბიდისი აკადემია  გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი  სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 
   ვაკანსია:

მაღალი ძაბვის ელექტრო-ხაზების უფროსი სპეციალისტი

   კომპანია:

ენერგო-პრო ჯორჯია

   განთავსებულია:  15 ნოე. 2011
   ბოლო ვადა:  28 ნოე. 2011
   მდებარეობა:  თბილისი
   ხელფასი:  
   ელ. ფოსტა:  vacancy@energo-pro.ge
   ტელეფონი:  
   კატეგორია:

ენერგეტიკა

   დამატებითად:  მიმაგრებული ფაილი
აღწერა:
შრიფტის ზომა:

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" არის ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიის "ენერგო-პრო ეი-ეს" სრულ მფლობელობაში. კომპანიამ საქართველოს ენერგოსექტორში საქმიანობა 2007 წლის 29 ივნისს დაიწყო. "ენერგო-პრო ჯორჯია" საქართველოში მოქმედი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა აბონენტების რაოდენობის, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის მოცულობის გათვალისწინებით, რომელიც ახორციელებს ელ. ენერგიის წარმოებას და განაწილებას საკუთარი მომსახურების ტერიტორიაზე. "ენერგო-პრო ჯორჯია" ფლობს და ამუშავებს 10 საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურს. კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის 70%-ზე მეტს მოიცავს. "ენერგო-პრო ჯორჯია" ელ. ენერგიით ამარაგებს 860 000 აბონენტს. იგი ენერგეტიკული სექტორის ყველაზე დიდი მოთამაშეა. ჩვენი კომპანიის მიერ ენერგეტიკაში წლების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება განაპირობებს მომსახურების მაღალ ხარისხს და საქართველოს ენერგო სისტემის წარმატებულ მუშაობას.

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.

ამოცანები და მოვალეობები:

მაღალი ძაბვის (35-110 კვ) ელექტროგადამცემი ხაზების სწორი ექსპლუატაციის კონტროლი ელ. დანადგარების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დაცვით; მაღალი ძაბვის ელ. გადამცემი ხაზების უავარიო და უსაფრთხო მუშაობის ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათი შესრულების კონტროლი.

საჭირო კვალიფიკაცია:

- უმაღლესი ტექნიკური განათლება
- ელექტროდანადგარებთან მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
- უცხო ენის ცოდნა (რუსული - სავალდებულო; ინგლისური - სასურველი).

სხვა მოთხოვნები:

- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- კომუნიკაბელურობა
- ჯგუფთან მუშაობის უნარი
- სამუშაოს სწორად დაგეგმვა-ორგანიზება.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, 2011 წლის 28 ნოემბრამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ მხოლოდ შევსებული სააპლიკაციო ფორმა, ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ში, შემდეგ მისამართზე: თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.

მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

გააგზავნე რეზიუმე ჩვენგან გაუგზავნე მეგობარს ამოსაბეჭდი ვერსია
 
ვაკანსიის განთავსება რეზიუმეს დამატება



staff.ge
on Google+
 
© 2009 “Staff.ge”. ყველა უფლება დაცულია.
ჰოსტინგს უზრუნველყოფს ”Pro-Service”
 
კონტაქტი:
ტელ.: +(995 32) 2 23 63 93,
+(995 90) 22 54 32
ელ.ფოსტა: service@staff.ge
Zonari.ge navige