სს "ენერგო-პრო ჯორჯია" აცხადებს კონკურსს იორის კასკადის ელ.მონტიორის თანამდებობაზე, სრულ საშტატო ერთეულზე.
სამუშაო ადგილი: გარდაბნის რაიონი (საცხენისი ჰესი, სიონი, მარტყოფ ჰესი).
ამოცანები და მოვალეობები:
- ელ.დანადგარების და მოწყობილობების სარელეო დაცვისა და ავტომატიკის მუშაობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ელექტროტექნიკური საამქროს უფროსს ან ელექტროტექნიკური ლაბორატორიის ინჟინერს, სათანადო ზომების მისაღებად
- ელექტრო დანადგარ-მოწყობილობებში მუშაობის დროს დაიცვას უსაფრთხოების ტექნიკის, სახანძრო უსაფრთხოების და ტექნიკური ექსპლოატაციის წესები
- ასრულებს ინჟინერ-ენერგეტიკოსის დავალებებს ელექტროტექნიკური მოწყობილობების მიმდინარე ექსპლოატაციაზე, შეკეთების და ასევე ავარიული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში მისი აღმოფხვრის დროს.
საჭირო კვალიფიკაცია:
- საშუალო ტექნიკური განათლება (ელექტრული)
- სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
- სასურველია რუსული ენის ცოდნა
- გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე და შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონულ ფოსტაზე:, ან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები სს "ენერგო-პრო ჯორჯია"-ს მისამართზე: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქუჩა 1, 2011 წლის 18 ნოემბრის 18:00 საათამდე.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რაზეც აკეთებთ განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოხდება განაცხადის განხილვა.
მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.